Accessibility links

logo-print

რუსეთის დუმის შენობასთან დააკავეს ”იაბლოკოს” აქტივისტები


მოსკოვში, რუსეთის დუმის შენობასთან ”იაბლოკოს” 6 აქტივისტი მაშინ დააკავეს, როცა ისინი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის უფლებამოსილების გაზრდის შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ ხელმოწერებს აგროვებდნენ. აქტივისტებს ეცვათ მაისურები წარწერით - ”უთხარი ჩეკისტებს არა!”. მათ თავი ხელბროკილებით დუმის ახლოს მდებარე შენობის ღობეზე მიიბეს. დაკავებულთა შორის არის ”იაბლოკოს” ლიდერის მრჩეველი არტურ გრახოვსკი. დღეს რუსეთის სახელმწიფო დუმაში მეორე და დასკვნითი - მესამე მოსმენით იხილება კანონპროექტი ”ეფესბეს” უფლებამოსილების გაფართოების შესახებ.
XS
SM
MD
LG