Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილები ფსიქოლოგიური დახმარებას ითხოვენ


გორის რეგიონიდან დევნილები
გორის რეგიონიდან დევნილები
დევნილ ბავშვებს ფსიქოლოგიური დახმარება ისევ სჭირდებათ. ამას ფსიქოლოგებიც აღიარებენ. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია სტრესული მდგომარეობის დაძლევისა და ფსიქოლოგიური დახმარების მიმართულებით პროექტებს ახორციელებდა, მაგრამ ამჟამად, თითქმის ყველა პროგრამა დასრულებულია, დევნილ ბავშვებს კი დახმარება ისევ სჭირდებათ. მათ ჯერ ისევ ახსოვთ ომის დროინდელი შიში და პრობლემები.

ფსიქოლოგ ეკა დოლიაშვილის თქმით, ყვალაზე მეტად ფსიქოლოგიური სტრესის დაძლევა ბავშვებს უჭირთ.

ერთი წლის წინ კარალეთის დევნილთა დასახლებაში საზოგადოება ”ბილიკმა” განახორციელა პროექტი ”კონფლიქტის შედეგად დაზარალებული დევნილების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია”. 60-მდე ბავშვს ფსიქოლოგიური დახმარება გაეწია. მოგვიანებით, ფსიქოლოგებმა სამუშაოები ბავშვთა ჯგუფებში გააგრძელეს. ”ბილიკის” ფსიქოლოგის ეკა დოლიაშვილის თქმით, აღმოაჩინეს, რომ არაერთ ბავშვს ნევროპათოლოგის დახმარება სჭირდებოდა.

ამჟამად, ორგანიზაცია ახორციელებს პროექტს ”დაცული კუთხე”. მასში ჩართული მოზარდები საკუთარი თავის რეალიზაციას ახდენენ. ამ მოზარდებს ფსიქოლოგიური პრობლემები ნაწილობრივ უკვე დაძლეული აქვთ. ისინი უკვე შემოქმედებით საღამოებს აწყობენ. ამის მიუხედავად, დევნილები აცხადებენ, რომ სასურველია დასახლებაში უფრო მეტი ფსიქოლოგი მუშაობდეს და დახმარება არა მარტო ბავშვებს, არამედ მოზრდილებსაც გაეწიოთ. ფსიქოლოგების აზრით, ომიდან ერთი წლის შემდეგ პოსტტრამვული პერიოდი იწყება, რასაც ხშირ შემთხვევაში დეპრესია მოსდევს. ამიტომ, ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ იძულებით გადაადგილებულ პირებს ფსიქოლოგიური დახმარება.
XS
SM
MD
LG