Accessibility links

logo-print

ირანი: აშშ-მა ისრაელის ბირთვულ სტრატეგიაზე პოზიცია უნდა გამოაცხადოს


ირანის პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი აცხადებს, რომ მზად არის აშშ-სთან განაახლოს თეირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება - თუკი ამისათვის გარკვეული პირობები იქნება დაკმაყოფილებული. ნიგერიაში გამართული, განვითარებადი ქვეყნების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ აჰმადინეჟადმა თქვა - ამისათვის ვაშინგტონმა ჯერ ისრაელის ბირთვულ სტრატეგიასთან მიმართებით საკუთარი პოზიცია მკაფიოდ უნდა გამოაცხადოსო. გავრცელებული ვარაუდით, ისრაელი რეგიონში ერთადერთია, რომელსაც ბირთვული არსენალი აქვს.
XS
SM
MD
LG