Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით გელაშვილი საკრებულოს პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს


თბილისის საკრებულოს ახალი შემადგენლობის არჩევიდან ერთ თვეში უფლებამოსილება შეუწყდა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს დავით გელაშვილს. დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს წევრებს ეცნობათ, რომ საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში არჩეული გელაშვილი საკრებულოს პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს. დეტალური განმარტებები თავად დავით გელაშვილისგან მოითხოვა ოპოზიციამ. რესპუბლიკელმა თინა ხიდაშელმა და კონსერვატორმა კახა კუკავამ განაცხადეს, რომ არსებული ინფორმაციით, დავით გელაშვილს სამართალდამცავებთან სერიოზული პრობლემები აქვს. თავის მხრივ, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მსგავს ინფორმაციას არ ფლობენ, კანონი კი, გელაშვილს დეტალურ ახსნა-განმარტებას არ ავალდებულებს.
XS
SM
MD
LG