Accessibility links

ირანმა შეაჩერა ქალის ჩაქოლვის აქტი


ირანის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქმრის ღალატში ბრალდებულ ქალს აღარ ჩაქოლავენ. თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება 43 წლის საკინე მუჰამადი აშტიანის საერთოდ მოეხსნა თუ არა სასიკვდილო განაჩენი. მას ეს განაჩენი 2006 წელს გამოუტანეს - მანამდე კი 99-ჯერ დაარტყეს მათრახი. საკინე მუჰამადი აშტიანის სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანია მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG