Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიის მედია „სიჩუმის დღეს“ აწყობს


დღევანდელი ახალი ამბები იტალიაში თითქმის არსად გამოქვეყნებულა, ვინაიდან ჟურნალისტებმა გაფიცვა მოაწყვეს. ისინი აპროტესტებდნენ კანონპროექტს, რომელმაც საპოლიციო მოსმენებით მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მასალების გამოქვეყნება უნდა შეზღუდოს. ჟურნალისტთა გაერთიანებამ ერთდღიანი გაფიცვის მოწყობა იმის საჩვენებლად გადაწყვიტა, თუ როგორ „სიჩუმეს“ გამოიწვევს ამ კანონის დამტკიცება. კანონპროექტს სილვიო ბერლუსკონის მთავრობა უჭერს მხარს - როგორც ზომას, რომელმაც ადამიანების პრივატულობა უნდა დაიცვას. კანონპროექტის თანახმად, ჟურნალისტი, რომელიც მოსმენილი საუბრების გაშიფრულ ტექსტს გამოაქვეყნებს, შეიძლება თითქმის ნახევარი მილიონი ევროთი დააჯარიმონ. კანონპროექტი ივლისში იტალიის სენატმა დაამტკიცა, ახლა კი იქ ქვედა პალატამაც უნდა მიიღოს. ეუთომ კანონპროექტი მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის „იტალიაში საგამოძიებო ჟურნალისტიკას სერიოზულ წინაღობას შეუქმნის“.
XS
SM
MD
LG