Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფხენიანი: დაპატიმრებულ ამერიკელს თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა


ჩრდილოეთი კორეის განცხადებით, აშშ-ს მოქალაქემ, რომელიც ქვეყანაში უკანონოდ შესვლის გამო დაპატიმრებულია, თავის მოკვლა სცადა. ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, აიალონ გომესის თვითმკვლელობის საბაბი გახდა „დანაშაულის ძლიერი განცდა“ - ასევე იმედგაცრუება, რომ აშშ-ს მისი გათავისუფლებისთვის ნაბიჯები არ გადაუდგამს. ქვეყანაში უკანონოდ შესვლის ბრალდებით გომესს აპრილში რვა წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა. გომესი უწინ სამხრეთ კორეაში ინგლისურის მასწავლებლად მუშაობდა - და გავრცელებული ვარაუდით, ჩრდილოეთ კორეაში ის ამ სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის გასაპროტესტებლად გადავიდა. ვაშინგტონი რამდენჯერმე გამოვიდა მისი გათავისუფლების მოწოდებით. მისი თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ ცნობის გავრცელებამ რამდენიმე საათით გაუსწრო გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას, რომელზეც სამხრეთ კორეის ხომალდის მარტში ჩაძირვის ფაქტი უნდა დაგმონ. ამ ფაქტმა ორ კორეას შორის დაძაბულობა მნიშვნელოვნად გაზარდა.
XS
SM
MD
LG