Accessibility links

logo-print

აშშ-მა და რუსეთმა ჯაშუშების გაცვლის ოპერაცია ჩაატარეს


რუსეთის და აშშ-ის თვითმფრინავები რომელთა მეშვეობით ვენის აეროპორტში „ჯაშუშების გაცვლის“ ოპერაცია ჩაატარეს

რუსეთის და აშშ-ის თვითმფრინავები რომელთა მეშვეობით ვენის აეროპორტში „ჯაშუშების გაცვლის“ ოპერაცია ჩაატარეს

გავრცელებული ვარაუდით, დღეს ვენაში რუსეთმა და აშშ-მა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირების გაცვლის ოპერაცია ჩაატარეს. ცივი ომის დასრულების შემდეგ, ეს ყველაზე მასშტაბური ასეთი ოპერაცია იყო. რუსეთის მედია ავრცელებს რუსეთის უშიშროების სტრუქტურების თანამშრობლის სიტყვებს - რომ აშშ-დან გამოძევებული რუსეთის 10 აგენტი ვენიდან რუსეთის მიმართულებით მიფრინავს. დღეს უფრო ადრე ორი თვითმფრინავი - ერთი რუსეთიდან, მეორე კი აშშ-დან - რომლებშიც, როგორც ვარაუდობდნენ, გაცვლაში მონაწილე 14-ვე პირი იმყოფებოდა, მცირე ხნით დაჯდა ვენის აეროპორტში. თვითმფრინავები ერთმანეთთან ახლოს გაჩერდნენ და მალე ისევ აფრინდნენ. ჯერჯერობით გაურკვეველია ვენიდან გაფრენისას აშშ-ს თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა თუ არა ის ოთხი რუსი, რომლებიც დასავლეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის სასჯელს იხდიდნენ - და რომლებიც რუსეთის პრეზიდენტმა შეიწყალა. აშშ-ც და რუსეთიც აცხადებენ, რომ მათ არ სურთ გასულ კვირაში რუსეთის 10 აგენტის დაპატიმრებამ ნეგატიურად იმოქმედოს ორმხრივ ურთიერთობებზე. უფლებადამცველი ორგანიზაცია „Amnesty International“-ი დღეს რუსეთის მისამართით კრიტიკით გამოვიდა იმის გამო, რომ ჯაშუშების გაცვლის ოპერაციის ფამო ქვეყანა იძულებით დაატოვებინეს იგორ სატიაგინს - იარაღის კონტროლის სპეციალისტს, რომელიც დასავლეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით სასჯელს იხდიდა.
XS
SM
MD
LG