Accessibility links

logo-print

შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა ყოფილი რუსი მზვერავი


შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა რუსეთი საგარეო დაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი, ორმაგი აგენტი სერგეი ტრეტიაკოვი. ამის თაობაზე ამერიკულ რადიოსადგურ WTOP-ს აცნობა გარდაცვლილის მეუღლემ. საგარეო დაზვერვის პოლკოვნიკი სერგეი ტრეტიაკოვი ხუთი წელი მუშაობდა ნიუ-იორკში, გაეროში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლობის პირველი მდივნის საფარველის ქვეშ. 2000 წელს მან მეუღლესთან და ბავშვთან ერთად მოითხოვა თავშესაფარი და ამერიკული მთავრობის მფარველობის ქვეშ იქნა აყვანილი. 2008 წელს ტრეტიაკოვმა „ასოშიეიტედ პრესს“ უამბო, რომ აკონტროლებდა სქემას, რომელმაც გაეროს პროგრამის - „ნავთობი სურსათის სანაცვლოდ“ - რეალიზიების პერიოდში, ერაყის პრეზიდენტ სადამ ჰუსეინს ფასების მანიპულაციით მილიარდი დოლარის, ხოლო რუსეთის მთავრობას - ნახევარი მილიარდი დოლარის მოგების შესაძლებლობა მისცა.
XS
SM
MD
LG