Accessibility links

logo-print

შრი ლანკაში შიმშილობა შეწყვიტა მთავრობის ერთ-ერთმა მინისტრმა


შრი ლანკაში შიმშილობა შეწყვიტა მთავრობის ერთ-ერთმა მინისტრმა ვიმალ ვირავენსმა. კოლომბოში, გაეროს წარმომადგენლობის შენობის წინ სამდღიანი საპროტესტო აქციის შემდეგ იგი საკაცით მიიყვანეს საავადმყოფოში. ამ კვირაში კოლომბოში ასობით ადამიანმა გააპროტესტა გაეროს მიერ შექმნილი კომისია, რომელმაც მრავალწლიანი სამოქალაქო ომის პერიოდის სამხედრო დანაშაულებები უნდა შეისწავლოს. შრი ლანკის ხელისუფლება საკუთარ გამოძიებას აწარმოებს და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო ომში სამთავრობო ჯარების ქმედებები არ უნდა გახდეს უცხოელ ექსპერტთა განხილვის საგანი. საპროტესტო გამოსვლების გამო დროებით დაიხურა შრი ლანკაზე გაეროს წარმომადგენლობა.
XS
SM
MD
LG