Accessibility links

logo-print

პარიზში მიმდინარეობს რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაციების აქცია „სხვა რუსეთი“


პარიზში მიმდინარეობს რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაციების აქცია „სხვა რუსეთი“. საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრში მერიის წინ განთავსებულია ადამიანის უფლებების დამცველთა კარავი. მასში წარმოდგენია ათი უფლებადამცავი ორგანიზაციის სტენდები. 2010 წელი საფრანგეთში ოფიციალურად არის გამოცხადებული რუსეთის წლად. ადამიანის უფლებების დამცველებს სურთ, წარმოაჩინონ რუსეთის ცხოვრების „არაფასადური“ მხარე, განუცხადა რადიო თავისუფლებას ადამიანის უფლებათა დამცველი ცენტრის, „მემორიალის“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ალექსანდრ ჩერკასოვმა.
XS
SM
MD
LG