Accessibility links

logo-print

მახაჩყალაში აფეთქების შედეგად ორი მილიციონერი დაიჭრა


მახაჩყალაში, მართლმადიდებელ სასაფლაოს შესასვლელთან მომხდარი აფეთქების შედეგად ორი მილიციონერი დაიჭრა. როგორც დაღესტნის სამართალდამცავი ორგანოებიდან იტყობინებიან, ასაფეთქებელი მოწყობილობა დამონტაჟებული იყო იქვე გაჩერებული ავტომანქანის ქვეშ და ის მაშინ აფეთქდა, როცა მის მახლობლად მილიციის მანქანამ ჩაიარა. დღესვე რესპუბლიკის ყარაბუდახკენტის რაიონში აფეთქება მოხდა სატვირთო მატარებლის გზაზე. ლიანდაგიდან გადავიდა 16 ვაგონი.
XS
SM
MD
LG