Accessibility links

logo-print

დღეს სამხრეთ აფრიკაში გაიმართება ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი


დღეს დასრულდება მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. ფინალურ მატჩში, რომელიც იოჰანესბურგში გაიმართება თბილისის დროით საღამოს 11-ის ნახევარზე, ერთმანეთს ხვდებიან ესპანეთისა და ნიდერლანდის ნაკრები გუნდები. ესპანელებისთვის ეს პირველი ფინალური მატჩია მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, ჰოლანდიელებისთვის კი - მესამე. გუშინ გერმანიამ ანგარიშით 3:2 დაამარცხა ურუგვაის ნაკრები და მესამე ადგილი მოიპოვა.
XS
SM
MD
LG