Accessibility links

შაბათს მახაჩყალაში იპოვეს მოსამართლე მაგომედ ხასბულატოვის გვამი


შაბათს მახაჩყალაში იპოვეს მოსამართლე მაგომედ ხასბულატოვის გვამი. გვამს ნატყვიარები ეტყობა. დღეს კი დაღესტნის დედაქალაქში სასაფლაოს შესასვლელთან მომხდარი აფეთქების შედეგად ორი მილიციონერი დაიჭრა. როგორც დაღესტნის სამართალდამცავი ორგანოებიდან იტყობინებიან, ასაფეთქებელი მოწყობილობა დამონტაჟებული იყო იქვე გაჩერებული ავტომანქანის ქვეშ და ის მაშინ აფეთქდა, როცა მის მახლობლად მილიციის მანქანამ ჩაიარა. დღესვე რესპუბლიკის ყარაბუდახკენტის რაიონში აფეთქება მოხდა სატვირთო მატარებლის გზაზე. ლიანდაგიდან გადავიდა 16 ვაგონი.
XS
SM
MD
LG