Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში 13 ამერიკული კომპანიის დელეგაცია ჩამოდის


აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ინიციატივით, სავაჭრო და საინვესტიციო მისიით საქართველოს 13 ამერიკული კომპანიის დელეგაცია ეწვევა. 12-15 ივლისს ამერიკული კომპანიების ხელმძღვანელები 170-ზე მეტ ქართველ ბიზნესმენს შეხვდებიან. პირველი პლენარული სესია დღეს, სასტუმრო რედისონში გაიმართება. ამერიკული დელეგაციის ვიზიტის მიზანია, ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობა სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში, მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობის, პირუტყვის გენეტიკის, მზა პროდუქციის, საქონლისა და ფრინველის ხორცის, მარცვლეული კულტურებისა და კვების მრეწველობის სექტორებში.

XS
SM
MD
LG