Accessibility links

logo-print

ისრაელი ღაზის სექტორში ჰუმანიტარულ გემს არ უშვებს


ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი აცხადებს, რომ ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული ლიბიური გემი ღაზის სექტორში ვერ შევა. როგორც მან ”სამხედრო რადიოს” განუცხადა, ”ღიად და გასაგებად ვამბობ, რომ ვერანაირ გემი ვერ შევა ღაზაში, ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ამის გამო ჩვენი სუვერენიტეტი საფრთხის ქვეშ დადგეს”. ლიბიური ჰუმანიტარული დახმარების ოპრგანიზატორებიო აცხადებენ, რომ გემი კვლავ ღაზისკენ მიემართება, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მას პალესტინის ანკლავთან მიახლოების უფლებას არ მისცემენ, ის ეგვიპტის პორტისკენ ელ-არიშისკენ გასცურავს. როგორც ჰუმანიტარული ტვირთის აღმასრულებელი დირექტორი იოზეფ სავანმი აცხადებს, მათ არ სურთ რაიმე სახის პროვოკაციის გამოწვევა ისრაელთან, ისინი ცდილობენ მათ მხოლოდ და მხოლოდ მიაწოდონ 2000 ტონა საკვები და მედიკამენტები. ისრაელის მეცნიერებათა მინისტრი დანიელ ჰერშკოვიტსი აცხადებს, რომ ჰუმანიტარული ტვირთის მისაღებად შესაძლებელია გამოიყენონ ისრაელის პორტი: ”ისრაელს საკუთრაი პოლიტიკა არ შეუცვლია. და მისი პოლიტიკა საკმაოდ ნათელია. არანაირ გემს არ მიეცემა საშუალება შევიდეს ღაზის სექტორიში. და თუკი ვინმეს სურს ღაზაში მცხოვრებ მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს, მათ ეს შეუძლიათ აშდოდის გზით გააკეთონ”, აცხადებს ისრაელის მეცნიერებათა მინისტრი.

XS
SM
MD
LG