Accessibility links

logo-print

ავღანეთის პრეზიდენტი აპირებს, გაეროს სთხოვოს შავი სიიდან 50-მდე ყოფილი თალიბის ამოღება


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი, გავრცელებული ინფორმაციით, აპირებს, გაეროს სთხოვოს შავი სიიდან 50-მდე ყოფილი თალიბის ამოღება. გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ ინკოგნიტო ავღანელი ოფიციალური პირისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამ ნაბიჯის მიზანია მეამბოხეებთან შერიგების საკითხზე მოლაპარაკების ხელშეწყობა. გამოცემის ინფორმაციით, შავ სიაში შეყვანილებიდან, სულ ცოტა, ხუთი პირია თალიბანის ყოფილი წევრი, ამჟამად კი პარლამენტის დეპუტატი, ან კიდევ შუამავალი ავღანეთის მთავრობასა და მემაბოხეებს შორის მოლაპარაკებაში.
XS
SM
MD
LG