Accessibility links

logo-print

მაგისტრალური გაზსადენის შესაძლო პრივატიზაცია ისევ განსჯის საგანია


მაგისტრალური გაზსადენის შესაძლო პრივატიზაციის გამო, თბილისში დღეს საგანგებო დისკუსია გაიმართება. შეხვედრაში, რომელიც ფონდმა ”ღია საზოგადოება-საქართველომ” დაგეგმა, მონაწილეობას მთავრობის, პარლამენტის, პოლიტიკური პარტიების, საელჩოების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები მიიღებენ. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, დამოუკიდებელი ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები საგანგებოდ მიმართავენ მთავრობას, რათა მან გამჭვირვალობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა უზრუნველყოს.
XS
SM
MD
LG