Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ბაღაფშმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ვენესუელის ელჩს


აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს დღეს რწმუნებათა სიგელები გადასცა ვენესუელის მიერ სოხუმში დანიშნულმა ელჩმა უგო ხოსე გარსია ერნანდესმა. მას სერგეი ბაღაფშმა წარმატებული მუშაობა უსურვა და ვენესუელის პრეზიდენტ ჩავესს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სიმბოლური უწოდა იმას, რომ ერნანდესი ელჩის მოვალეობას სოხუმის გარდა მოსკოვშიც ასრულებს. ივლისში ბაღაფში ვენესუელასა და ნიკარაგუაში გამგზავრებას გეგმავს.
XS
SM
MD
LG