Accessibility links

logo-print

შვეიცარიამ უარყო აშშ-ის თხოვნა კინორეჟისორ რომან პოლანსკის ექსტრადიციის შესახებ


შვეიცარიის იუსტიციის სამინისტრომ უარყო შეერთებული შტატების თხოვნა პოლონელ კინორეჟისორ რომან პოლანსკის ექსტრადიციის შესახებ. გადაწყვეტილების მიზეზად დასახელდა პოლანსკის საქმესთან დართული არასაკმარისი მტკიცებულებები. შეერთებული შტატები მოითხოვს, რომ პოლანსკი, რომელსაც 1977 წელს 13 წლის გოგონასთან სქესობრივ კავშირში ადანაშაულებენ, შეერთებულ შტატებში დაბრუნდეს სასჯელის მოსახდელად. შვეიცარიის განცხადებით, ექსტრადიციის საკითხის განხილვისას, მან შეერთებული შტატების სასამართლოსაგან მოითხოვა ინფორმაცია, რომელიც, სავარაუდოდ, მოიცავს მოსამართლის მიერ გამოთქმულ შეფასებას, რომ პოლანსკის მიერ 70-იან წლებში ფსიქიატრიულ კლინიკაში გატარებული 42 დღე სასჯელის მოხდის ტოლფასი იყო. მაგრამ შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ უარი უთხრა შვეიცარიას შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებაზე.
XS
SM
MD
LG