Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი საჭიროდ მიიჩნევს „სამოდერნიზაციო ალიანსებს“ ევროკავშირთან და აშშ-თან


რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ახალი „ალიანსების“ დამყარების მოწოდებით გამოდის. მედვედევმა დღეს განუცხადა რუს დიპლომატებს, რომ ის დასავლეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობას ემხრობა. „ჩვენ გვჭირდება საგანგებო სამოდერნიზაციო ალიანსები ძირითად საერთაშორისო პარტნიორებთან, უწინარეს ყოვლისა ქვეყნებთან, როგორიც არის გერმანია, საფრანგეთი, იტალია, მთლიანად ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები“, განაცხადა მედვედევმა. პრეზიდენტის განცხადებით, მას შეერთებულ შტატებში ვიზიტმა დაანახა, რომ "ინოვაციის სფეროში თანამშრომლობას შეუძლია, პოზიტიური გარემოს შექმნა“ ამ ურთიერთობაში. მისი თქმით, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა „არ შეიძლება, რაკეტების შემცირებით შემოიფარგლოს“.
XS
SM
MD
LG