Accessibility links

უგანდაში მოწყობილ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა გასამხედროებულმა ჯგუფმა „ალ შაბააბმა“ იკისრა


უგანდის დედაქალაქის ორ რესტორანში მოწყობილი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა. აფეთქებები კვირას საღამოს მოეწყო, როცა ორივე რესტორანი სავსე იყო ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის საყურებლად შეკრებილი ხალხით. დაიჭრა 70 ადამიანი. დაღუპულებს შორის უცხოელებიც არიან, მათ შორის ერთი ამერიკელი. სომალიში დაფუძნებულ გასამხედროებულ ჯგუფ „ალ შაბააბის“ წარმომადგენელ შეიხ ალი მოჰამუდ რაგეს განცხადებით, თავდასხმები ამ ჯგუფის მიერ არის მოწყობილი. მანამდე „ალ შაბააბს“ ნათქვამი ჰქონდა, რომ უგანდის წინააღმდეგ იერიშებს განახორციელებს ამ ქვეყნის მიერ სომალიში სამშვიდო ძალების გაგზავნის გამო. უგანდელი მშვიდობისდამცველები აფრიკის კავშირის სამშვიდობო ძალების მისიაში მონაწილეობენ. უგანდაში მოწყობილი აფეთქებები დაგმო შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. თეთრი სახლოის განცხადებით, შეერთებული შტატები მზად არის უგანდის მთავრობის დასახმარებლად.
XS
SM
MD
LG