Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელმა მეცნიერმა ვაშინგტონში პაკისტანის საელჩოს შეაფარა თავი


ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ბირთვული ენერგეტიკის საკითხებზე მომუშავე ირანელმა მეცნიერმა, რომელიც ირანის ხელისუფლების აზრით, აშშ-ის დაზვერვის ცენტრალურმა სააგენტომ მოიტაცა, ვაშინგტონში, პაკისტანის საელჩოს ირანის სექციას შეაფარა თავი და თეირანში დაბრუნებას ითხოვს. ირანსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1979 წელს გაწყდა და ირანის ინტერესებს ვაშინგტონში პაკისტანის საელჩო იცავს.
XS
SM
MD
LG