Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უგანდაში აფეთქებებში ეჭვმიტანილები დააკავეს


უგანდის მთავრობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ დედაქალაქ კამპალაში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილები დააკავეს. მას არ დაუზუსტებია დაკავებულთა რაოდენობა, თუმცა, განაცხადა, რომ დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც კამპალაში ორი აფეთქების შემდეგ, მესამე ადგილას თვითმკვლელის ასაფეთქებელი მასალით აღჭურვილი ქამარი აღმოაჩინეს. კვირას მომხდარ აფეთქებებზე ალ ყაიდასთან კავშირის მქონე სომალის გასამხედროებულმა დაჯგუფებამ - ”ალ შაბააბმა” აიღო პასუხისმგებლობა. სომალიში იმყოფება უგანდის ჯარი აფრიკის კავშირის სამშვიდობო ძალების ეგიდით. კვირას უგანდის დედაქალაქში მდებარე ორ რესტორანში მოხდა აფეთქება, როცა ისინი ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საყურებლად შეკრებილი ხალხით იყო სავსე. დაღუპულთა რაოდენობამ 74-ს მიაღწია.
XS
SM
MD
LG