Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პარლამენტი კენჭს უყრის ჩადრის ამკრძალავ კანონპროექტს


საფრანგეთის პარლამენტი დღეს კენჭს უყრის კანონპროექტს საჯარო ადგილებში ჩადრის ტარების აკრძალვის შესახებ. პროექტის მხარდამჭერები არგუმენტად საფრანგეთის სეკულარულ ფასეულობებსა და პოტენციურ საფრთხეს იშველიებენ. ოპონენტების აზრით, ჩადრის აკრძალვით ადამიანის უფლებებს ლახავს და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. კანონპროექტის თანახმად, მის დამრღვევს 150 დოლარი ევროს გადახდა, ან ”მოქალაქეობის კურსის” გავლა დაეკისრებათ. საფრანგეთში დაახლოებით 5 მილიონი მუსულმანი ცხოვრობს. მათგან, ოფიციალური მონაცემებით, 2000-მდე ქალი ატარებს ჩადრს.
XS
SM
MD
LG