Accessibility links

logo-print

ნატოს გენმდივანი პარტნიორებს ავღანეთში ჯარების დატოვებისკენ მოუწოდებს


ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ”დეილი ტელეგრაფისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თალიბანი გაააქტიურებს თავდასხმებს საერთაშორისო ძალებზე, თუკი გამოჩნდება, რომ დასავლეთის მხარდაჭერა ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციის მიმართ სუსტდება. რასმუსენმა მოუწოდა ავღანეთის სამხედრო ოპერაციაში მონაწილე ქვეყნებს დატოვონ იქ თავიანთი სამხედროები ”მანამდე, ვიდრე ეს აუცილებელი იქნება.” რასმუსენის თქმით, თალიბანი ”ყურადღებით ადევნებს თვალს ავღანეთის სამხედრო ოპერაციაში წარმოდგენილ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ დებატებს” და თუკი, ”აღმოაჩენენ, რომ თავიანთი თავდასხმებით შეუძლიათ მხარდაჭერის შესუსტების მიღწევა... კიდევ უფრო მეტი შემართებით განახორციელებენ თავდასხმებს საერთაშორისო ძალებზე”. ეს კომენტარი რასმუსენმა ლონდონში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
XS
SM
MD
LG