Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელმა ჯარისკაცმა სამი ბრიტანელი ჯარისკაცი მოკლა


ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ავღანელმა ჯარისკაცმა სამი ბრიტანელი ჯარისკაცი მოკლა. ინციდენტი დღეს, სამხრეთ ავღანეთში მოხდა. სამინისტროს პრეს-მდივანს სხვა დეტალები არ დაუზუსტებია, მაგრამ, გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი მოხდა ჰელმანდის პროვინციის დედაქალაქთან ერთობლივი პატრულის დროს. როგორც იუწყებიან, დაიჭრა ორი ბრიტანელი ჯარისკაცი. ნატოს განცხადებაში ნათქვამია, რომ სამი ჯარისკაცი სამხრეთ ავღანეთში მოწყობილი იერიშის დროს მოკლეს.
XS
SM
MD
LG