Accessibility links

logo-print

ბესელიამ ევროსაბჭოს წარმომადგენლებს ე.წ. პოლიტპატიმრების სია გადასცა


პოლიტპატიმრებად მიჩნეული 60 ადამიანის სია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს სამოქალაქო მოძრაობის ,,სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ წარუდგინა. მოძრაობის პრეს-სამსახურის ცნობით, მაიკლ იენსენს და კასტრიოტ ისლამს ეკა ბესელია საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ შექმნილ ვითარებასა და სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემეზე ესაუბრა. ბესელიამ მონიტორინგის კომიტეტს მიმართა, ობიექტური ანალიზის და კონკრეტული ფაქტების შესწავლის შედეგად მოახდინოს რეაგირება, რათა საქართველოს მთავრობამ ევროსაბჭოსადმი არსებული ვალდებულებები შეასრულოს.
XS
SM
MD
LG