Accessibility links

თბილისში შეხვედრებს განაგრძობენ ევროსაბჭოს მომხსენებლები


ევროპის საბჭოსადმი საქართველოს ვალდებულებათა შესრულების შესაფასებლად თბილისში შეხვედრებს განაგრძობენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები მიკაელ იენსენი და კასტრიოტ ისლამი. დღეს ისინი იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტში, რომლის დეპუტატებს ქვეყნის ახალი კონსტიტიტუციის პროექტის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მაქსიმალურად გათვალისწინება და საარჩევნო რეფორმის აქტიურად გაგრძელება ურჩიეს. დღესვე იენსენი და ისლამი სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს შეხვდნენ.
XS
SM
MD
LG