Accessibility links

პაკისტანი ადასტურებს, რომ ირანელი მეცნიერი, რომლის ადგილსამყოფელიც უცნობი იყო, ვაშინგტონში მის საელჩოში იმყოფება


პაკისტანმა დაადასტურა, რომ ბირთვული ენერგეტიკის საკითხებზე მომუშავე ირანელმა მეცნიერმა, რომელიც, ირანის მტკიცებით, შეერთებული შტატების დაზვერვის აგენტებმა მოიტაცეს, თავი შეაფარა ვაშინგტონში პაკისტანის საელჩოს ირანულ განყოფილებას. პაკისტანის საგარეო უწყების პრეს-მდივანმა ნადიმ პატიალამ ჩვენი რადიოს პაკისტანურ სამსახურთან საუბარში განაცხადა: „ის იქ გუშინ საღამოს იყო, ვიღაცამ მიიყვანა საღამოს 6:30 საათზე. მაგრამ ეს არ არის პაკისტანის საელჩო - არ არის პაკისტანის საელჩო. პაკისტანს ამასთან არაფერი აქვს საერთო გარდა იმისა, რომ ამერიკულ მხარესთან საკომუნიკაციო ხიდის ფუნქციას ასრულებს.“ ვაშინგტონში ირანის ინტერესებს პაკისტანის საელჩო იცავს მას შემდეგ, რაც ირანსა და აშშ-ს შორის 1979 წელს დიპლომატიური ურთიერთობა გაწყდა. ირანელი მეცნიერი შაჰრამ ამირი 2009 წლის ივნისში გაუჩინარდა, საუდის არაბეთში მოსალოცად ჩასვლის შემდეგ. აშშ უარყოფს ირანის ბრალდებას, რომ მეცნიერი ამერიკელმა აგენტებმა მოიტაცეს.
XS
SM
MD
LG