Accessibility links

logo-print

პაკისტანის პოლიციამ ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი ასობით პირი დააკავა


პაკისტანის პოლიციის განცხადებით, მან ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი 650-ზე მეტი პირი დააკავა მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში მოწყობილმა აფეთქებამ 100-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა პაკისტანის თალიბანმა იკისრა. ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ხიბერ პახტუნხვის პროვინციის ინფორმაციის მინისტრმა, მიან იფიხარ ჰუსაინმა განაცხადა, რომ პოლიცია და გასამხედროებული შენაერთები მონაწილეობდნენ ოპერაციაში, რომელიც პროვინციის დედაქალაქში და სამ მიმდებარე რაიონში განხორციელდა.
XS
SM
MD
LG