Accessibility links

logo-print

საფრანგეთის პარლამენტი საჯარო ადგილებში ჩადრის ტარების აკრძალვას მიემხრო


საფრანგეთის პარლამენტი, დღეს გამართულ კენჭისყრაზე, საჯარო ადგილებში ჩადრის ტარების აკრძალვას მიემხრო. აკრძალვის მომხრეები ამტკიცებენ, რომ თავსაბურავი, რომელიც სახეს ფარავს, საფრანგეთის სეკულარულ ფასეულობებს ეწინააღმდეგება და უსაფრთხოებისთვის პოტენციური მუქარის შემცველია. ოპონენტები კი აცხადებენ, რომ ჩადრის ტარების აკრძალვა ადამიანის უფლებებს ზღუდავს და შესაძლოა, კონსტიტუციის წინააღმდეგ იყოს მიმართული. საფრანგეთში 5 მილიონამდე მუსულმანი ცხოვრობს, რაც უდიდესი მუსულმანური სათვისტომოა დასავლეთ ევროპაში. ამასთან მუსულმანი ქალების უმცირესობა, ოფიციალური მონაცემებით, სულ 2000-მდე ქალი ატარებს სამოსს, რომელიც მთლიანად ფარავს სახეს. მას შემდეგ, რაც პარლამენტის ქვედა პალატა აკრძალვას მიემხრო, კანონპროექტს სექტემბერში განიხილავს სენატი. საფრანგეთი ბელგიის შემდეგ მეორე ევროპული სახელმწიფოა, რომელიც ისლამური ჩადრის აკრძალვას აპირებს.
XS
SM
MD
LG