Accessibility links

კუბაში გათავისუფლებული პოლიტიკური პატიმრების ნაწილი ესპანეთში ჩავიდა


დღეს ესპანეთში ჩაფრინდა შვიდი კუბელი პოლიტიკური პატიმარი, რომლებიც მიმდინარე კვირაში გაათავისუფლეს. ისინი ოჯახის წევრებთან ერთად ჩაფრინდნენ ევროპაში და პირველები არიან სულ 52 პოლიტიკური პატიმრიდან, რომლებსაც კუბიდან გამგზავრების უფლება მისცეს მიმდინარე კვირაში რომის კათოლიკური ეკლესიისა და ესპანელი დიპლომატების შუამავლობით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. შეთანხმება შედგა მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში კუბის ციხეში გარდაიცვალა ერთ-ერთი დისიდენტი. 52 დისიდენტის გათავისუფლებამდე კუბაში, რომელსაც კომუნისტური რეჟიმი მართავს, ციხეებში იმყოფებოდა, ადგილობრივი უფლებადამცველების შეფასებით, 167 დისიდენტი.
XS
SM
MD
LG