Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალები თვალყურს ადევნებენ ლიბიის დავალებით მოქმედ ჰუმანიტარულ გემს


ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების განცხადებით, მისი გემები მისდევენ და თვალყურს ადევნებენ ლიბიის დავალებით მოქმედ ჰუმანიტარულ გემს, რომელსაც ბლოკადაში მოქცეული ღაზის სექტორის სანაპიროსთან მისვლა სურდა. გემმა „ამალთეა“, რომელიც მოლდავეთის დროშით დაცურავს, გადადგილება განაახლა მას შემდეგ, რაც წუხელ გაჩერებული იყო, მისი ეკიპაჟის განმარტებით, ძრავის ხარვეზის გამო. ნათელი არ არის, საბოლოოდ სად აპირებს იქ ჩასვლას. ისრაელის განცხადებით, ის გეზს შეაცვლევინებს გემს, ან მასზე კონტროლს დაამყარებს, რათა ის ღაზის სანაპიროსთან არ მიუშვას. ისრაელის სამხედრო-საზღვაო ძალების ცნობით, გემის კაპიტნმა განაცხადა, რომ აღარ გააგრძელებს კურსს ღაზისაკენ და მის მაგივრად ეგვიპტის სანაპიროს, პორტ ალ-არიშს მიაშურებს. ჰუმანიტარული დახმარების ლიბიელი ორგანიზატორები კი ირწმუნებიან, რომ გემი ღაზის კურსს აგრძელებს.
XS
SM
MD
LG