Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიფას ახალი რეიტინგის სათავეში ესპანეთის ნაკრები მოექცა


ფიფას ახალი რეიტინგის სათავეში მსოფლიო ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრები მოექცა. დღეს გამოქვეყნებულ, განახლებულ რეიტინგში პირველი ადგილი ესპანეთს ბრაზილიელმა ფეხბურთელებმა დაუთმეს. საუკეთესო ხუთეულის ლიდერს, ესპანეთს მოსდევენ ნიდერლანდი, ბრაზილია, გერმანია და არგენტინა. ფიფას განახლებულ რეიტინგში, 202 ქვეყანას შორის საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 111-ე ადგილზეა.
XS
SM
MD
LG