Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჰიუმან რაიტს უოჩის“ შეფასებით, ყირგიზეთის პოლიცია „შეუსაბამოდ“ ბევრ ეთნიკურ უზბეკს აპატიმრებს


უფლებადამცავ ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩის“ ინფორმაციით, სამხრეთ ყირგიზეთში უშიშროების ძალების მიერ ეთნიკური უზბეკების თვითნებურად დაკავებასა და წამებას ეთნიკური დაპირისპირების განახლების საფრთხე უკავშირდება. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ უზბეკებს „შეუსაბამოდ“ დიდი რაოდენობით აკავებენ მთავრობის ძალისხმევისას, გამოძიება ჩაატარონ და დასაჯონ გასული თვის სისხლისღვრაზე პასუხისმგებელი პირები. „ჰიუმან რაიტს უოჩის“ ცნობით, მას აღრიცხული აქვს ეჭვმიტანილების წამების, დაკავებულების ოჯახის წევრებისა და ადვოკატებისადმი მუქარის, მათზე პოლიციის თავდასხმების ათობით შემთხვევა. სამხრეთ ყირგიზეთის ქალაქ ოშში გასულ თვეში ასობით ადამიანი შეიწირა შეტაკებებმა ეთნიკურ ყირგიზებსა და უზბეკებს შორის.
XS
SM
MD
LG