Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის განცხადებით, ჰუმანიტარულმა გემმა, რომელიც ღაზისკენ მიეშურებოდა, კურსი, სავარაუდოდ, ეგვიპტისაკენ აიღო


ლიბიის დავალებით მოქმედმა ჰუმანიტარულმა გემმა, რომელიც ღაზის სექტორისაკენ მიეშურებოდა, როგორც ჩანს, კურსი შეცვალა და ახლა ეგვიპტის მიმართულებით მოძრაობს. გემით „ამალთეა“, რომელიც მოლდავეთის დროშით დაცურავს, ღაზის სექტორის უკვე სამი წელი მოქმედი ბლოკადის გარღვევას აპირებდნენ. ისრაელს ნათქვამი აქვს, რომ კურსის შეცვლას აიძულებს, ან გემზე კონტროლს დაამყარებს იმისთვის, რომ არ დაუშვას მისი მისვლა ღაზის სანაპიროზე. „ამალთეას“ ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების ოთხი გემი მისდევს და თვალს ადევნებს. ჰუმანიტარული დახმარების ლიბიელი ორგანიზატორები, რომელთაც ლიბიის ლიდერის, მოამარ კადაფის ვაჟიშვილი ხელმძღვანელობს, აცხადებენ, რომ გემი ღაზის სანაპიროს მიადგება ისრაელის მუქარის მიუხედავად. „ამალთეაზე“, რომლითაც 2 000 ტონა სურსათი და მედიკამენტები მიაქვთ, პალესტინელების მომხრე 15 აქვტისიტი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებიან. ეგვიპტის განცხადებით, დახმარებას სახმელეთო გზით მიაწვდიან ღაზას, თუ ჰუმანიტარული გემი ეგვიპტის პორტ ელ-არიშში შევა.
XS
SM
MD
LG