Accessibility links

logo-print

აშშ-მა ერაყს გადასცა ამ ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრემიერი ტარიკ აზიზი


ერაყის იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ბაღდადს გადასცა ერაყის ყოფილი ვიცე-პრემიერი ტარიკ აზიზი და სადამ ჰუსეინის ყოფილი რეჟიმის კიდევ 55 წევრი. მინისტრის მოადგილე ბუშო იბრაჰიმის ცნობით, ექსტრადიცია სამი დღე გაგრძელდა. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა გადაცემის ფაქტი დაადასტურეს, თუმცა, დეტალებზე არ უსაუბრიათ. საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, ტარიკ აზიზის ადვოკატმა გამოთქვა ვარაუდი, რომ მისი კლიენტის სიცოცხლეს „ახლა საფრთხე ემუქრება“. ტარიკ აზიზი 1991 წელს, სადამ ჰუსეინის მმართველობის დროს დაინიშნა ვიცე-პრემიერად. 2009 წელს მას 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს მკვლელობაში დამნაშავედ ცნობის საფუძველზე, შარშან აზიზს კიდევ შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა დაემატა ჩრდილოეთ ერაყიდან ქურთების განდევნაში შესრულებული როლისთვის.
XS
SM
MD
LG