Accessibility links

logo-print

ირანის განცხადებით, „მოტაცებული“ მეცნიერი აშშ-დან თეირანში გაემგზავრა


ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბირთვული ენერგეტიკის საკითხებზე მომუშავე მეცნიერი შაჰრამ ამირი, რომელიც, როგორც ირანი ირწმუნება, ამერიკელმა აგენტებმა მოიტაცეს, შეერთებული შტატებიდან გაემგზავრა. საგარეო უწყების პრეს-მდივან რამინ მეჰმანპარასტის თქმით, ამირი ჯერ „მესამე ქვეყანაში“ გაემგზავრა, საიდანაც თეირანს მიაშურებს. ამირი სამშაბათს გამოცხადდა ვაშინგტონში პაკისტანის საელჩოს ირანულ განყოფილებაში - ერთ წელიწადში მას შემდეგ, რაც, როგორც ირანი ირწმუნება, ამერიკელი აგენტების მიერ იქნა მოტაცებული. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის განცხადებით, ამირი საკუთარი ნებით იმყოფებოდა შეერთებულ შტატებში და ქვეყნიდან გამგზავრებაც შეეძლო. ირანში ამირი ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდა.
XS
SM
MD
LG