Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქციების მიუხედავად რუსეთი ირანს საწვავს მიაწვდის


რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის კომპანიები შეძლებდნენ ირანისთვის ნავთობის რაფინირებული პროდუქტების მიწოდებას მიუხედავად აშშ-ისა და ევროკავშირის ცალმხრივი სანქციებისა, რომელთა სამიზნე ირანის ნავთობისა და გაზის სექტორია. სერგეი შმატკოს თქმით, თუკი იქნება კომერციული ინტერესები და მიმზიდველი პირობები, რუსეთის ფირმები მზად არიან მიაწოდონ ირანს ნავთობპროდუქტები. შმატკომ ეს ირანის ნავთობის მინისტრ მირ ქაზემისთან საუბრის შემდეგ განაცხადა. რუსეთმა უკვე გამოთქვა უკმაყოფილება აშშ-ის და ევროკავშირის სანქციების მიმართ, რომლებიც შორდება გაეროს ახალ სანქციებს, რომლებსაც რუსეთი და დასავლეთი მიემხრნენ ირანში ურანის გადამუშავების შესაჩერებლად.
XS
SM
MD
LG