Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთს პეტერ სემნები სტუმრობს


სოხუმში დღეს სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენლი ჩავიდა. პეტერ სემნების განცხადებით, აფხაზეთის მიმართ ევროკავშირის უმთავრესი პრიორიტეტი „აღიარების გარეშე ჩართულობის“ პოლიტიკის განხორციელებაა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „აფსნი პრესი“. ცნობით, ასეთი განცხადება პიტერ სემნებიმ სოხუმში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტ სერგეი ბაგაფშთან შეხვედრისას გააკეთა. როგორც სემნებიმ განმარტა, იგი სხვადასხვა ჰუმანიტარული და ეკონომიკური პროექტის განხორციელებას გულისხმობს.
„ჩვენი მიზანია აფხაზეთის მოსახლეობასთან ურთიერთობის გაღრმავება, რათა ამ ხალხმა თავი ევროპელად იგრძნოს. ცხადია, რომ აფხაზეთის მიწა ევროპულია, რაც გასათვალისწინებელი გარემოებაა. ამდენად, ამ გარემოებას ყურადღება პოლიტიკური სტატუსის საკითხის გადაწყვეტის გარეშეც უნდა მივაქციოთ“, განაცხადა პიტერ სემნებიმ.
ასუხად სერგეი ბაგაფშმა აღნიშნა, სოხუმს აფხაზეთისადმი ევროკავშირის დამოკიდებულება კარგად ესმის. მისივე თქმით, აფხაზეთი „ევროპული ქვეყანაა“ და მისი ციხედ გადაქცევა საჭირო არ არის.
„აფხაზეთი საქართველოს ნაწილად არ უნდა განიხილონ. ჩვენ უნდა მიგვიღონ როგორც აღიარებული ქვეყანა, რომლის დამოუკიდებლობაც, უპირველესად, რუსეთმა და ასევე არაევროპულმა ქვეყნებმა აღიარეს. კარგად გვესმის აფხაზებისადმი ევროკავშირის, აშშ-ისა და საერთაშორისო თანამეგობრობის დამოკიდებულება, აღიარებას არ მოვითხოვთ და დაილოგისათვის მზად ვართ. თუმცა, პოზიტიური შედეგებისათვის წინსვლა აუცილებელია, აღნიშნა სერგეი ბაგაფშმა.
XS
SM
MD
LG