Accessibility links

logo-print

თბილისში ჩავიდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი


დღეს თბილისში ჩავიდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი, რომელიც ავლაბრის რეზიდენციაში, ოფიციალურ ვახშამზე შეხვდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ცნობით, ხვალ დილით ბერნარ კუშნერთან საუზმეზე მიწვეული არიან ოპოზიციის ლიდერები: რესპუბლიკური პარტიის წევრი თინა ხიდაშელი, ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე, მოძრაობის ”სამართლიანი საქართველოსთვის” წარმომადგენელი პეტრე მამრაძე და ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია. მათთან შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი "ევროპის სახლში" გამართავს დიალოგს დიპლომატიური კორპუსის, ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან თემაზე: "ევროპა: წარსული და მომავალი გამოწვევები". საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან პირისპირ შეხვედრისა და ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ, კუშნერი აგვისტოს ომის შედეგად დევნილთა ერთ-ერთ დასახლებაში გაემგზავრება.
XS
SM
MD
LG