Accessibility links

logo-print

ლიბიის ჰუმანიტარული ორგანიზაციის გემი ეგვიპტეში ჩავიდა


ლიბიის ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ, რომლის გემი ღაზის სექტორისაკენ მიეშურებოდა, კურსი შეცვალა და მის ნაცვლად ეგვიპტის ნავსადგურ ელ არიშში შევიდა. ამის შესახებ, „კადაფის საერთაშორისო ქველმოქმედებისა და განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა იუსეფ საუანიმ განაცხადა ტრიპოლიში. ისრაელი აპირებდა გემი „ამალთეა“, რომელიც მოლდავეთის დროშით დაცურავს, თუკი ის ღაზის სექტორის უკვე სამი წელი მოქმედი ბლოკადის გარღვევას შეეცდებოდა, სხვა მიმართულებით წასვლა აეძულებინა, ან გემზე კონტროლი დაემყარებინა. „ამალთეას“ ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების ოთხი გემი მისდევდა და თვალს ადევნებდა. „ამალთეაზე“, რომლითაც 2 000 ტონა სურსათი და მედიკამენტები მიაქვთ, პალესტინელების მომხრე 15 აქტივისტი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფება.
XS
SM
MD
LG