Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: სიმონ გაბრიჩიძე


სიმონ გაბრიჩიძე, კოალიცია ”მომავალი სიღარიბის გარეშე”

სიმონ გაბრიჩიძე, კოალიცია ”მომავალი სიღარიბის გარეშე”

15 ივლისს, თბილისის სტუდიის სტუმარი იყო, კოალიცია ”მომავალი სიღარიბის გარეშე” წარმომადგენელი სიმონ გაბრიჩიძე. კოალიციაში რამდენიმე ათეული არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული. რას აკეთებს კოალიცია იმისათვის, რომ ქვეყანაში სიღარიბის დაძლევას შეუწყოს ხელი? - სწორედ ეს იყო საუბრის ძირითადი თემა. ”კოალიცია 2005 წელს შეიქმნა და ის 30-ზე მეტ ორგანიზაციას, საინიციატივო ჯგუფსა და ფიზიკურ პირს აერთიანებს. ალიანსი მოითხოვს, რომ საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტულად აღიაროს ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევა და ამ მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებების 2015 წლამდე შესასრულებლად მიმართოს ქმედით ღონისძიებებს. თავდაპირველად, ჩვენი მუშაობა უფრო კამპანიურ ხასიათს ატარებდა, თუმცა, 2007 წლიდან, როდესაც ჯანდაცვის სექტორში დაიწყო ე.წ. ნეოლიბერალური რეფორმები, დავინახეთ, რომ რეფორმებს ძალიან ბევრი რისკი უკავშირდებოდა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ არა მხოლოდ კამპანიური ხასიათი ჰქონოდა ჩვენს მუშაობას, არამედ სწორედ მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევებით დაგვენახებინა ხელისუფლებისათვს, რომ იმ რეფორმების ზოგიერთი ასპექტი, რომლებსაც ისინი ახორციელებდნენ, მრავალ რისკს წარმოშობდა და ზოგიერთ შემთხვევაში არც იყო გამართლებული”, - აცხადებს სიმონ გაბრიჩიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში.
XS
SM
MD
LG