Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელი და მედვედევი ბიზნესის სფეროში ”სტრატეგიული ალიანსების” შექმნაზე იმსჯელებენ


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი დაესწრებიან ხელშეკრულებების ხელმოწერას გერმანიისა და რუსეთის კომპანიებს შორის, რომელთა ღირებულება მილიარდობით დოლარია. კრემლის ინფორმაციით, ეკატერინბურგში მოლაპარაკებისას, მერკელი და მედვედევი იმსჯელებენ რკინიგზის, ავიაციისა და ენერგეტიკის სფეროებში მომუშავე რუსეთისა და გერმანიის კომპანიებს შორის ”სტრატეგიული ალიანსების” შექმნაზე. მედიით გავრცელდა ცნობა, რომ ”სიმენს ეი-ჯი”-სა და ”რუსეთის რკინიგზას” შორის გაფორმდება კონტრაქტი, რომლის ღირებულება 2,2 მილიარდი ევრო იქნება.
XS
SM
MD
LG