Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კეთრინ ეშტონი და მიხეილ სააკაშვილი დღეს ოფიციალურად გახსნიან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს


საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ბარონესა კეთრინ ეშტონი დღეს საქართველოს ეწვევა. ის შეხვდება საქართველოს პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს. მიხეილ სააკაშვილი და კეთრინ ეშტონი დღეს ოფიციალურად გახსნიან საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომავალში ეს შეთანხმება ”პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას” ჩაანაცვლებს და ”საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობას” მისცემს. დღესვე ბათუმში
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების პირველი პლენარული სესია გაიმართება. ევროკავშირის მხრიდან მოლაპარაკებებს უხელმძღვანელებს ევროკომისიის საგარეო ურთიერთობათა გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილე იუგ მინგარელი, საქართველოს კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე წარადგენს.
XS
SM
MD
LG