Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ფრანგული ”მისტრალის” ნაცვლად, შეიძლება კორეული ”დოკდო” შეიძინოს


ფრანგულ ვერტმფრენმზიდ ”მისტრალს” რუსეთის გაერთიანებულმა გემთმშენებელმა კორპორაციამ ალტერნატივა მოუძებნა. გაზეთ ”კომერსანტის” ცნობით, კორპორაციის პრეზიდენტმა რომან ტროცენკომ რუსეთის თავდაცვის მინისტრს ანატოლი სერდიუკოვს გაუგზავნა წერილი, რომელშიც სამხრეთ კორეული წარმოების ანალოგიური ხომალდის ”დოკდოს” შეძენას სთავაზობს. გაზეთი იუწყება, რომ კორეული ვერტმფრენმზიდი ააშენა კონცერნმა ”დეუ”-მ, რომელთანაც რუსულმა კორპორაციამ ერთობლივი საწარმო შექმნა. 650 მილიონ დოლარად შეფასებული სამხრეთ კორეული ”დოკდო” დაახლოებით ხუთას მილიონ დოლარად ღირებულ, ფრანგულ ”მისტრალს” რამდენიმე პარამეტრით სჯობნის. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ”კომერსანტს” ოფიციალურად ჯერჯერობით მხოლოდ ის განუცხადეს, რომ გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაციის წინადადება ყურადღებას იმსახურებს.
XS
SM
MD
LG