Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელი რუსეთს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხში დახმარებას დაჰპირდა


გერმანიის კანცლერი რუსეთს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხში დახმარებას დაჰპირდა. ეკატერინბურგში პრეზიდენტ მედვედევთან შეხვედრისას ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ სავიზო პრობლემები სხვადასხვა სფეროში კონტაქტებს ზღუდავს. გერმანიის კანცლერის კომენტარი მოჰყვა რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას იმის შესახებ, რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირს შეუძლია რუსეთთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს.
XS
SM
MD
LG