Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში დაიწყება საქართველოსა და ევროკავშირის მოლაპარაკება ასოცირებული ურთიერთობის შესახებ


დღეს ბათუმში დაიწყება საქართველოსა და ევროკავშირის მოლაპარაკება ასოცირებული ურთიერთობის შესახებ. მოლაპარაკების პირველ პლენარულ სესიას ფორმალურად გახსნიან კეტრინ ეშტონი და მიხეილ სააკაშვილი. ასოცირებული ურთიერთობის მომავალმა შეთანხმებამ საქართველო-ევროკავშირის "პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება" უნდა შეცვალოს. დღევანდელ მოლაპარაკებას ევროკავშირის მხრიდან უხელმძღვანელებს ევროკომისიის საგარეო ურთიერთობათა დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე ჰიუ მინგარელი, ხოლო ქართული მხრიდან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე. ასოცირებული ურთიერთობის შესახებ ევროკავშირი 16 და 19 ივლისს მოლაპარაკებას აზერბაიჯანთან და სომხეთთან გამართავს. ასოცირებული ურთიერთობა ევროკავშირთან სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოლიტიკურად დაახლოებას და ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG