Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სიმენსმა“ და რუსულმა კომპანიებმა მრავალმილიარდიანი კონტრაქტები გააფორმეს


გერმანიის კომპანია „სიმენსმა“ მრავალმილიარდიანი კონტრაქტები გააფორმა რუსულ კომპანიებთან. „სიმენსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა პეტერ ლიოშერმა კონტრაქტებს ხელი მოაწერა ეკატერინბურგში, სადაც გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის თანხმლები დელეგაციის შემადგენლობაში ჩავიდა, მერკელის და რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის შეხვედრასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი კონტრაქტით, „სიმენსი“ მომავალი ათი წლის მანძილზე 240 რეგიონულ მატარებელს დაამზადებს რუსეთის რკინიგზისთვის. კომპანიის განცხადებით, კონტრაქტები რამდენიმე მილიარდი ევროს ღირებულებისაა, თუმცა ფინანსური დეტალები არ დასახელებულა. დღეს უფრო ადრე, პრეზიდენტმა მედვედევმა, ყოველწლიური რუსულ-გერმანული ფორუმის მონაწილეებთან მისალმებისას, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობის გაუმჯობესებაზე ისაუბრა.
XS
SM
MD
LG